„დავით კირკიტაძე პატიმარია…“ – აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დავით კირკიტაძის გათავისუფლებაა. მათი თქმით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და დღევანდელ სასამართლოში მყოფი მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებს ასრულებენ.