ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი გამკაცრდება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.