“გამოწვევა მიღებულია! შემიძლია რამოდენიმე რჩევა მივცე ტერორტზე გადასულ ნაცსექტას…”

ლადო ბედუკაძე

-არ შევუდგები ნაც. სექტის და მათი რუპურის „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული აბსურდის კომენტირებას.
ნათელია, დისკრედიტაციის კამპანიის სერია დღემდე გრძელდება ჩემს წინააღმდეგ.
უბრალოდ ვეტყვი მათ, რომ დაგეგმონ, შეთხზან უფრო საინტერესო, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი სპექტაკლები და ვერსიები, რომელსაც მეტად დამარწმუნებელი კავშირი ექნება ბედუკაძის „კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან“.

დღეს, ისევე როგორც თავდამსხმელის, გვარამიას კანტორის მიერ მიერ „მოპოვებული“ ინფორმაცია 100 % -ით სიცრუეა.
1. როგორც მათი რესპოდენტი ირწმუნება, ბედუკაძე N8 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი არასდროს ყოფილა და მას ეს თანამდებობა არასდროს არ კავებია,
2. ბრალდებულს, რომლისგანაც, მისი თქმით 2008 წელს იძულებით, წამებით მოიპოვეს აღაირებითი ჩვენება, არასდროს მოუთხოვია მის მიმართ წარმოებული საქმის გადასინჯვა ან წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირება, საქმის ხელახალი სასამართლო გამოძიება,
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბედუკაძეს არ ეკავა არანაირი საგამოძიებო თანამდებობა,რომ მის ინეტრესებში ყოფილიყო ბრალდებულის მიერ ნებისმიერი სახის დანაშაულის აღიარება,
4. მსჯავრედებული, რომელმაც „რუსთავი 2“-ის სიტყვებით „წამებისას მიიღო ხელის თუ ფეხის მრავლობითი მოტეხილობა“ საოცრად შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია, სასჯელის შედგომი მოხდისგან თავიკი სიმულიანტობით, ე.წ. აქტიროვკით დააღწია.
ამაზე ქვემოთ დაწვრილებით.
5. კონფლიქტის საბაბად გამოყენებული “ბრალდება” უცნობი პატიმრის მკლველობის შესახებ საეჭვოდ მიივიწყა..

შემიძლია რამოდენიმე რჩევა მივცე ტერორტზე გადასულ ნაც.სექტას.
– სანამ ოპონენტზე შურისძიებას გადაწყვეტთ და პოლიტიკური ე.წ. შურისმაძიებლის პოვნას შეუდგებით კარგად გათვალეთ, შეისწავლეთ მისი წარსული და ბიოგრაფია, მეტი თუ არა ნაკლები რომ არ იყოს ოპონენტისაზე.
არ გამოვიდეს, ისე რომ თავად მკვლელი, ადამიანი, რომელმაც დამამძიმებელ გარემოებაში გამოასალმა სისოცხლეს ადამიანი, მისჯილი ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სხვას უწოდებდეს – მკვლელს და მწამებელს.
– „რუსთავი 2“ -ის კანტორის ინფორმაციით მსჯავრდებული ნაზღაიძე სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა 2015 წელს, მაგარამ არ უთქვამთ როგორ, რანაირად და ვისი ძალისხმევით,რაც მეტად საინტერესოა.
– ჩემი ინფორმაციით „რუთავორის“ ახალი “წამებული” ნაზღაიძე სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა ე.წ. აქტიროვკით, ანუ ავადმოფობის უკიდურესი , მომაკვდინებელი ფორმით, როდესაც ადამიანს დღეები დათვლილი აქვს ამ წუთისოფელში და არათუ მოქალქეებზე თავდასხმის სურვილი ამოძრავებს.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს, რეალური მოტივი მსჯავრდებულ ნაზღაიძისმიერ ჩადენილი ქმედების მის მიმართ სასჯელის გადავადების ვადის ამოწურვაა, რაში დახმარებაც სავარაუდოდ ულვაშიანი ბიძიებისგან მან ჩემზე თავდასხმაში გაცვალა.
ჩემს მიერ განხორციელებულ თავდასხმაში პასუხისმგებლობას ვაკისრებ ყოფილ მთავარ პროკურორს შოთაძეს, ვინც ჩემი წერილობითი მიმართვის იგნორირებით, პოლიტიკური მოტივაციით(!) გააუქმა ჩემს მიმართ არსებული დაცვის პროგრამა,
– პასუხისმგებლობას ვაკისრებ სასჯელაღსრულების სამინისტროს იმჟამინდელ სამედიცინო სამსახურს, ვინც სავარაუდოდ კანონის დარღვევით გაათავისუფლა მსჯავრდებული ვინმე ნაზღაიძე სასჯელის შემდგომი მოხდისგან და უბიძგა მას მანიაკალური ქმედებებისკენ.

გამოწვევა მიღებულია პატივცემულო ღრეღორ, ველი ახალ შოუ-პროგრამას თქვენგან.