რატომ მისმენდნენ მე, როგორც საჯარო სექტორში მომუშავეს და  რატომ უსმენდნენ 15  წლის არასრულწლოვანს ბერა ივანიშვილს? იყვნენ ორგანიზებული ჯგუფები, რომელებიც ბერა ივანიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ – ირაკლი ღარიბაშვილი

დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა არ არსებობს დაზარალებული, – ამის შესხებ პრემირ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 მისივე თქმით, დანაშაული არ მომხდარა ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული.

დაზარალებული ვარ პირადად მე, ვინაიდან ვკითხულობ – რატომ მისმენდნენ მე, როგორც საჯარო სექტორში მომუშავეს და რატომ უსმენდნენ 15  წლის არასრულწლოვანს ბერა ივანიშვილს?! მაშინ პარტია „ქართული ოცნება“ არ არსებობდა და არც ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს  ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი. გამოსაძიებელია, თუ რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროეს  ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე.

დანაშაული არ მომხდარა ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ  ვინმეს დაჩაგვრის ერთი ფაქტი , ან ჩემგან თუ ვინმეს რამე გსმენიათ, დამისახელეთ.

ბატონმა ანზორმა გააკეთა ვრცელი კომენტარი და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე, რომ მოხდა უბრალოდ მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ გასაუბრება.

იმ დროს იყვნენ  ორგანიზებული ჯგუფები, რომელებიც ბერა ივანიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ვრცელდებოდა უამრავი მუქარა  და შეურაცყოფები. ეს იყო ანზორ ჩუბინიძის პირდაპირი მოვალეობა, როგორც  ივანიშვილების ოჯახის დაცვის სამსახურის უფროსის,  რომ გამოკვლია დაცვის პოლიციის ჩართულობით.

აქვე ვიტყვი,  როგორ  წარმოგიდგენიათ „ნაცმოძრაობის“ დროს, მათივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით  დანაშაული რომ მოხდრიყო, არ გამოიძიებდნენ  და დატოვებდნენ გაუხმაურებელს? რა თქმა უნდა, არა.

ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე. ძალიან მერიდება რომ ამ სიყალბეზე მიწევს საუბარი, მაგრამ მივეცი ჩემს თავს უფლება რომ მოსახლეობისთვის ვრცელი განმარტება გამეკეთებინა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.