თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებში ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატმათამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა, რითაც  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.

„ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუციებში ბოიკოტი გამოაცხადა და მცდელობა აქვს, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა რუტინად შერაცხონ.დღეს საკრებულოს სხდომაზე40-ზე მეტი საკითხი განიხილება, მათ შორის, ურბანული განვითარება, ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა, ტურიზმის, ეკონომიკისა და  ჯანდაცვის საკითხები, ტრანსპორტის უსაფრთხოება, ეს საკითხები დედაქალაქის ყველა მაცხოვრებლისათვის თუ დედაქალაქის სტუმრებისათვის უმნიშვნელოვანესი თემებია და პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის მომავალზე. პოლიტიკა არის საქმის კეთება და საქმის კეთება არ არის რუტინა.“-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც  შეაფასა და აღნიშნა, „ქართული  ოცნება“ პასუხისმგებლიანი და პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა.მისი თქმით, პროგრესი შესაძლებელია შეცდომების აღიარებითა და გამოსწორებით, და არა „გაპრავებით“ მსგავსად წინა ხელისუფლებისა. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში უმაღლესითანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო უპრეცედენტო, ძალიან ღირსეული  გადაწყვეტილება.