კანადა უკრაინაში 4 Leopard-2-ის ტანკს გაგზავნის

კანადის მთავრობა უახლოეს კვირებში უკრაინაში 4 Leopard-2-ის ტანკს გაგზავნის – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში მიწოდებული ტანკების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ეს პარტნიორებთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული.

ანანდის თქმით, უკრაინული ტანკერების წვრთნაში მონაწილეობას კანადაც მიიღებს.