3 139 ტანკი და 113 300 განადგურებული ოკუპანტი | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 113 300 (+770) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 იანვრამდე ასეთია:

ტანკები – 3 139 (+6), ჯავშანტექნიკა – 6 241 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 129 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 442 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 287 (+0), ვერტმფრენები – 277 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1886 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 17 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 903 (+7), სპეციალური ტექნიკა – 190 (+0).