ოკუპანტებმა ავდეევკა ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკა კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„მტერმა სარაკეტო შეტევა დაიწყო ქალაქ ავდიევკაზე. პირველი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, მეორე ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა” – წერს იერმაკი.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.