ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს | მედია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ, ოლივია დალტონმა მედიასთან საუბრისას განაცხადა
.

„ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე რუსული აგრესიის საპასუხოდ. ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით [უკრაინულ მხარეს] მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება მეტი უსაფრთხოების დახმარება, რომლის შესახებაც მალე გამოვაცხადოთ” – განაცხადა დალტონმა.