თურქეთში ყალბი ინფორმაციის გავრცელება 3 წლიანი პატიმრობით დაისჯება

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილ კანონს, რომლის მიხედვითაც ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

კანონპროექტს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, მანამდე ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე კანონმდებელმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მობილური დაამტვრია, მისი თქმით ახალი კანონის მიღებისას ადამიანს ტელეფონი აღარ დასჭირდებათ, რადგან თავისუფლება იზღუდება.

კანონი გააკრიტიკეს ევროპულმა ქვეყნებმა, ვენეციის კომისიამ და მედიის თავისუფლების დამცველმა აქტივისტებმაც, რადგან მათი აზრით, კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.