კონფლიქტი მძაფრდება-სასომხეთი „ისკანდერით“ იმუქრება, აზერბაიჯანი კი მას „მიწასთან გასწორებას“ ჰპირდება (ვიდეო)

მთიან ყარაბახში სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თვალსაც არ დაახამხამებს ისე გასცემს ბრძანებას სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ ასამოქმედებლად.

პრეზიდენტის შემდეგ კი გენერალმა არკადი ტერ-ტედოვოსიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთში მზად არის რუკა აზერბაიჯანის 12 ობიექტით, სადაც სომხეთის მხარეს შეუძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სასომხეთში იზრდება სამხედრო რიტორიკა და რც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები მით უფრო მძაფრად ჩანს.

დღეს სასომხეთის ტელეარხზე Yerkir Media  გავიდა ანონსი გადაცემისა, რომელიც ეთერში შაბათ საღამოს იქნება. ანონსის თანახმად, რაკეტების ორი მობილური ფლატფორმა მოძრაობს სამხედრო პოლიგონისკენ, თუმცა სად არის კონკრეტულად გადარებული ვიდეო, სომხეთში თუ მთიან ყარაბახში, ანონსით გაურკვეველია.

სომეხი გენერლის მუქარას  უპასუხეს ბაქოში. კერძოდ მას პასუხი გასცა თადარიგის პოლკოვნიკმა შაირ რამალდანოვმა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიასთან, АзерТАдж -თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარარებულ არმიას აქვს ყველაზე თანამედროვე სარაკეტო-საარტილერიო სისტემა, რომელსაც შესწევს უნარი მიწასტან გაასწოროს სომხეთის სამხედრო ობიექტები.

-თუ სომხეთი თავის მუქარას აასრულებს, არც ჩვენ ვიჯდებით გულხელდაკრეფილი.და ტუ ეს მართლაც მოხდება, სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საუკუნე არ იქნება სიცოცხლე. რას დაემსგავსება სომხეთი და რა ტრაგედიას გადაიტანს ის, უნდა იცოდეს. ასე რომ ვინც ასეთ განცხადებებს და მუქარებს გვიგზავნის, ერ უნდა გადახედოს ჩვენს შესაძლებლობებს და მერე ილაპარაკოს“-განაცხადა პოლკოვნიკმა.

https://www.youtube.com/watch?v=LqGouzUsL68