უკრაინამ ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე… თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“ – ნათქვამია განცხადებაში.