ჩვენ ვართ პირველები – თქვენ კი მეორე იქნებით, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი სურს მას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება და ომი მათზეც იმოქმედებს. ამის შესახებ RBC-უკრაინა ABC News-თან ინტერვიუში სახელმწიფო მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შორს ვართ ამერიკიდან ან კანადიდან. არა, ჩვენ ვართ თავისუფლების ზონაში. როცა ირღვევა უფლებებისა და თავისუფლებების საზღვრები, მაშინ თქვენ უნდა დაგვიცვათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველები. თქვენ კი მეორე იქნებით. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი სურს მას“ – განაცხადა ზელენსკიმ.