ტრამპი და პოროშენკო ერთმანეთს აშშ-ში შეხვდებიან

Interfax ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა 19-20 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებზე ილაპარაკებენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრაზე.