ავტობუსი, რომელსაც ევაკუაციისას მოქალაქეები გადაჰყავდა​, რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს – არიან დაშავებულები

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსს, რომელსაც კიევის რეგიონის რამდენიმე სოფლიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა,.

მათი ცნობით, 3 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით დილის 10:00 საათიდან შემოიღო დუმილის რეჟიმი, რათა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები კიევიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ხარკოვიდან და მარიუპოლიდან და მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. რუსეთმა პირობა ამჯერადაც დაარღვია და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.