დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა. ტრამპმა ეს განცხადება პენსილვანიაში გამართულ აქციაზე გააკეთა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის აშშის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკასამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაუწოდა.

დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ყურადღება 2020 წლის არჩევნებზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით მას მოპარეს.

ასევე ტრამპი რამდენჯერმე მოწოდებით გამოვიდა ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ასაღებენ, სიკვდილით დაისაჯონ.