უკრაინული მედია – დონბასში ნაღმმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში ნაღმმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. როგორც უკრაინული მედია ოპერატიულ-ტაქტიკურ ქვედანაყოფ „აღმოსავლეთის“ პრესცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, დაჭრილ სამხედროს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

გავრცელებული ცნობით მას, ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან სროლის საპასუხოდ უკრაინელმა დამცველებმა ცეცხლი გახსნეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. როგორც კიევში აცხადებენ, ბოლო 24 საათში დონბასში დისლოცირებულმა რუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ოთხჯერ დაარღვიეს