„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება აფრიკის სამხრეთ ნაწილში მყოფი ადამიანების აშშ-ში დაბრუნებას, თუმცა ორ შტატში – ჰავაისა და მინესოტაში „ომიკრონის“ შტამი დაუდგინდათ ადამიანებს, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორია არ დაუტოვებიათ.

„ომიკრონის“ პირველი შემთხვევა აშშ-ში 1-ელ დეკემბერს კალიფორნიაში დაფიქსირდა. ორჯერადად აცრილი პაციენტი 22 ნოემბერს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა.