„ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის „მაგიდიდან ტუალეტამდე, ის 20% ღირსეული მომზადებულია სახელმწიფოებრიობისათვის“ – შალვა ნათელაშვილი

„ეს ორი პარტია კი ებრძვის ერთმანეთს მაგრამ ორივე ეშმაკის ძალაა, ვერ ატყობთ! რა უბედურება გჭირთ?! დაგაყენეს არჩევანის წინაშე, ან ერთი ეშმაკი აირჩიოთ ან მეორე ეშმაკი აირჩიოთ ჰო და იყავით ამ ეშმაკებს შორის“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პარტიის გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით ზნეობრივად სწორად მიიჩნევს.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ამ თაობის იმედი არ აქვს და ნამდვილად არ სწამს მათი.

„ზნეობრივად, ისტორიულად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად, რა თქმა უნდა, სწორად მოვიქეცით, როცა პარლამენტში არ შევედით. ხსნა და გადარჩენა ქვეყნის გადიოდა პარლამენტში არ შესვლაზე და ერთპარტიული რეჟიმის შენარჩუნებაზე, რასაც მსოფლიო დაშლიდან ძალიან მალე. აქამდე მიყვანილი საქმე გააფუჭეს კოლეგებმა, შელაგდნენ შიგნით ნათქვამი სიტყვის და ხელმოწერილი დეკლარაციის მიუხედავად, ჩვენ ნათქვამ სიტყვას არ ვუღალატეთ და დავისაჯეთ იმით რომ აუკრძალეს.

ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე, ის 20% ღირსეული მომზადებულია სახელმწიფოებრიობისათვის.

თავდადება ის, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და მომავალი თაობები დააფასებენ, თუმცა ამ თაობის ნამდვილად არ მწამს, რამეს დაინახავენ, დააფასებენ და შეაფასებენ, სამწუხარო რეალობა სახეზეა. სანამ ჩვენ არჩეულებს მოვთხოვთ პასუხს ჯერ ამომრჩეველი უნდა ჰგავდეს ამომრჩეველს. ის არ უნდა ყიდდეს სულს ეშმაკზე, ფულზე და თანამდებობაზე, მერე აშენდება სახელმწიფო. ჩვენ ვართ ძალათსახელმწიფო და ამ ძალათსახელმიწოს არსებობა საერთაშორისო მართლწესრიგით არის განპირობებული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.