ენტონი ბლინკენი: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის

ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„მრავალი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანებაში, თუ/როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ წევრობის მოთხოვნებს. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილია, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანება სურს და კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს ბოლო შეხვედრაზე: ნატოს კარი ღიაა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.