ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა – ბუჩაში პროვოკაციას წავაწყდით

უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შემდეგ და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

„მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა. მე არ ვიცი ამ ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებების გარკვეულ დონეს სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინული მხარე კი თავისთვის აცხადებს უსაფრთხოების ძალიან მკაცრ გარანტიებს, არ ვრცელდება ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ჩვენი ქმედებები სახელშეკრულებო პროცესის გაგრძელების პირობების შესაქმნელად. სამაგიეროდ, ბუჩაში პროვოკაციას წავაწყდით და რაც მთავარია, უკრაინულმა მხარემ სტამბოლში დადებული შეთანხმებები დატოვა.

ახლა უსაფრთხოების მოთხოვნები ერთია და ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან არის ამოღებული. ისინი ისევ დაბრუნდნენ საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.