ამერიკელები ბელარუსთან დაპირისპირებისკენ უბიძგებენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენ დასავლელ მეზობელ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს

აშშ უბიძგებს ბელარუსთან დაპირისპირებისკენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია რუსეთს რომ დაეგვიანებინა სამხედრო ოპერაციები რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყებოდა.

„ვხედავთ რა ხდება. ვხედავთ, როგორ უბიძგებენ ამერიკელები, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენ დასავლელ მეზობელ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ბელარუსთან დაპირისპირებისკენ.

რუსეთს ცოტა რომ დაეგვიანებინა სამხედრო ოპერაციის დაწყება, შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ემზადებოდნენ, როგორც თვლიდნენ, გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად – მეზობელ რეგიონებში. ჩვენ დღეს ნათლად დავინახეთ, რომ ეს შესაძლებელია“, – თქვა ლუკაშენკომ