ბარაკ ობამა: „პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ისე სხვების მიმართ”

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NBC-ის Al Roker-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „უგუნური” უწოდა.

როგორც ობამამ თქვა, იგი არის ლიდერი, რომელიც „ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ისე სხვების მიმართ”.

NBC -ზე, ობამა ამბობს:

„იგი (პუტინი) ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც გახვეული იყო  დამახინჯებული წყენისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გრძნობით. პუტინში ეს ნაწილი, ვფიქრობ, ყოველთვის იყო. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში შეჭრისას, არის ის, რომ ის იყო უგუნური ისე, როგორც თქვენ შეიძლება არ მოელოდით რვა, ათი წლის წინ, მაგრამ იცით, საფრთხე ყოველთვის იყო,” – თქვა ობამამ.