თეთრი სახლი: დღეს ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

თეთრი სახლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის გრაფიკში წერია, რომ დღეს, სამშაბათს, 2 მაისს აშშ-ს პირველი პირი სატელეფონო საუბარს გამართავს რუს კოლეგასთან.

ტრამპი და პუტინი ამ დრომდე პირადად არ შეხვედრიან ერთმანეთს, მხოლოდ რამდენჯერმა ისაუბრეს ტელეფონით. ინაუგურაციის შემდეგ მათ შორის პირველი სატელეფონო საუბარი 28 იანვარს შედგა.

ამ დროისთვის თეთრი სახლი არ აკონკრეტებს თუ რა ტემებზე ისაუბრებენ ლიდერები, ერთი ცხადია, საუბრის ერთ-ერთი თემა ტერორიზმთან ბრძოლა და სირიის კონფლიქტი იქნება.