ამ დროისთვის მიქავა 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებულია

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, სამართალდამცველებმა ადგილობრივი საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავეს და საპატრულო პოლიციის სამხარეო სამმართველოს დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტს. მიქავა ნარკოლოგიურ შემოწმებასაც გადის.

ამ დროისთვის მიქავა 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებულია.
მომხდარზე ოფიციალური უწყებები, მათ შორის შსს, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.