მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა – ზელენსკი

მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა – ზელენსკი  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან უკრაინელებს მიმართა და მოუწოდა, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა მიიღონ შედეგი, რომელსაც ყველა იმსახურებს.

,, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ თქვენს ადგილას, რათა მივიღოთ შედეგი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიმსახურებთ.

მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე მტერი გეგმავდა შემოჭრას. ოთხჯერ მეტი! იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა. იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინელები დანებდებოდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინის ქუჩებში ვინმე დახვდებოდა რუსეთის დროშებს ყვავილებით” – განაცხადა ზელენსკიმ.