რეზნიკოვი დამპყრობლების ცნობილ ,,ტამანსკაიას” დივიზიას სამარცხვინო სიკვდილს დაჰპირდა ხარკოვის მახლობლად

თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი დამპყრობლების ცნობილ ,,ტამანსკაიას” დივიზიას სამარცხვინო სიკვდილს დაჰპირდა ხარკოვის მახლობლად.

„სიტუაცია ფრონტზე არის და იქნება რთული. რუსი დამპყრობლები ბევრნი არიან,  მაგრამ მათ უკვე დაკარგეს უპირატესობა. ჩვენი ჯარისკაცები ახორციელებენ აქტიურ დაცვას და წარმატებულ კონტრშეტევებს ყველა მიმართულებით. ბროვარის მახლობლად რუსული სატანკო ნაწილების გაქცევის ვიდეო მთელ მსოფლიოში გავრცელდა და აისახა  პლანეტის „მეორე არმიის“ რეალური მდგომარეობა“, – განაცხადა  რეზნიკოვმა.

,,ოდესღაც ცნობილი ტამანსკაიას დივიზია, რომელიც ერთ დროს ხარკოვში შეიქმნა, როგორც ჩანს, ამთავრებს თავის “დიდებულ გზას ხარკოვთან ახლოს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.