ალექსანდრ ლუკაშენკო – უკრაინის შეირაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის შეირაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს.

ამასთან, ლუკაშენკო ამბობს, რომ  ომი მათ არ გაუჩაღევბიათ და  მათი „სინდისი სუფთაა”.

„მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას, ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთის სანქციებს „ღორობა” უწოდა.

„რუსეთის ფედერაცია და ჩვენ მით უმეტეს (ბელარუსი), მუდმივად სანქციების ქვეშ ვართ. მართალია, დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მიჩვეული ვართ. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.