ვლადიმერ პუტინი – როგორც მაცნობეს მომლაპარაკებლებმა ჩვენი მხრიდან. უკრაინის მიმართულებით მოლაპარაკებებში არის გარკვეული პოზიტიური ძვრები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართულებით მოლაპარაკებებში პიზიტიური ძვრებია. ამის შესახებ მან მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„მე უდავოდ მოგაწვდით ინფორმაციას ასევე უკრაინის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პირველ ყოვლისა იმაზე, როგორ მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მაცნობეს მომლაპარაკებლებმა ჩვენი მხრიდან. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მოგიყვებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო და პუტინი შეხვედრას მართავენ.მათ ამასთან, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მათ წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზეც ისაუბრეს. როგორც ლუკაშენკომ თქვა ეს არის „ღორობა”.