ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეტა.

„ჩვენი გეგმები გასაგებია – ჩვენ მოვახდენთ მთელი ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის, ყველა საერთაშორისო კანონის დაცვით. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენთვის სულ ერთია, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას. აღმოსავლეთში ჩვენ გაგვიჭირდა იმის გამო, რომ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის შესაბამისი იარაღი.

ვფიქრობთ, რომ ისინი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია. ჩვენ ამას არამხოლოდ ვთვლით, ეს არ არის მხოლოდ რწმენა, აქ გესმით ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმები. სწორედ ამიტომ, ისინი უკრაინის სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ქალაქებია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.