ჩვენ თავს დავიცავთ, ვიბრძოლებთ, უკრაინულს არაფერს დავთმობთ და არ გვჭირდება ის, რაც ჩვენი არ არის – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ ვიბრძოლებთ, უკრაინულს არაფერს დავთმობთ და არ გვჭირდება ის, რაც ჩვენი არ არის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„„მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ჩვენი ყველა  ქალაქის გმირული დაცვისთვის, დონბასის, მარიუპოლის და ასევე ხარკოვის რეგიონის ქალაქებისთვის. ისინი იცავენ მთელი სახელმწიფოს ბედს, იგერიებენ ოკუპანტების ძალებს.

რუბიჟნე, პოპასნა, ზოლოტე, ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, კრამატორსკი და ყველა სხვა რეგიონის მცხოვრებლები, ვინც უკრაინაში იყო მთელი ამ დროის განმავლობაში სამუდამოდ  გმრები იქნებია,” – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის მეორე ეტაპი დაიწყო და განაახლა შედევები ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ასევე ბომბავს აზოვსტილის ქარხანას, სადაც დაახლოებით, 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეც იმყოფება.