ნიკა მელია – ჩვენ, ქართველ ხალხს, გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ

ჩვენ გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ – ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ როტერდამში, ,,ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციაა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სიბნელიდან გამოიყვანა და ევროპისკენ მის ინეტეგრაციას ხელი შეუწყო, რომელმაც რუსეთისა და პუტინის იმპერიულ დომინირებას დაუდო დასასრული, ახლა საკუთარი თავის ჩრდილს ჰგავს იმის გამო, რომ არ აქვს ციხეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

მთავარი ოპოზიციური არხის მენეჯერი, ნიკა გვარამია, ჩასვეს ციხეში იმის გამო, რომ ზედმეტად ხმაურით გამოდიოდა რეჟიმის წინააღმდეგ,

ჩემი თანამოქალაქეების წარმოდგენა, რომლებიც ხედავენ, როგორ არ ეხმარება საქართველოს მთავრობა უკრაინას, ასევე ვხედავთ, როგორ არის ჩვენი ქვეყნის მთავრობა ბნელ მხარეს, რკინის ფარდის მხარეს, რომელიც რუსეთმა ჩამოუშვა.

დროა, რომ შეწყდეს რუსეთის დომინირება, რომელიც გამოხატავს უიმედობას, ყველაფერ ნეგატიურს.

ჩვენ, ქართველ ხალხს, გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ, რომ გაგრძელდეს სვლა ნათელი მომავლისკენ! – განაცხადა ნიკა მელიამ.