უკრაინის გენშტაბი – მტერმა განაახლა შეტევა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, წარმატება არ აქვთ

რუსეთის ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული დანაყოფების განადგურებას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გრძელდება მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებისა და განადგურების მცდელობები.

ცალკეულ რაიონებში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატება არ აქვს“, – ნათქვამია გენშტაბის ცნობაში.