რუსებმა დაახლოებით 30 350 ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 30 350;
  • ტანკი – 1 349;
  • ჯავშანტექნიკა – 3 282;
  • საარტილერიო სისტემა – 643;
  • სარაკეტო სისტემა – 205;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
  • თვითმფრინავები – 207;
  • ვერტმფრენი – 174;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 507;
  • საკრუიზო რაკეტები – 118;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 258;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 48.