მერკელმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას ხმა არ მისცა

Reuters-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას ხმა არ მისცა.

-„ჩემთვის ქორწინება კონსტიტუციით არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, ამიტომ მე არ მივეცი ხმა ლეგალიზაციას“.

კანცლერმა განაცხადა, რომ ეს არის მისი პირადი აზრი და გამოთქვა იმედი, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე კანონპროექტი დაამტკიცა.

გერმანიაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2001 წლიდან ნებადართულია. თუმცა ასეთ ქორწინებებში მყოფ ადამიანთა უფლებები ნაწილობრივ შეზღუდულია, მაგალითად, მათ შვილის აყვანის უფლება არ აქვთ.

2001 წლის შემდეგ, გერმანიაში დაახლოებით 34 ათასი ერთნაირსქესიანთა ქორწინება გაფორმდა.