ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დაიხურა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოთარ აბესაძის ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, პროცესზე დაცვს მხარემ უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის პირადი ინფორმაციის შემცველი მასალები.

“ვითხოვთ წინასასამართლო სხდომის დახურვას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით”,  – განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

დაცვის პოზიცია ბრალდების მხარემაც გაიზიარა, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო სანდოძემ მერიის ყოფილ თანამშრომლის,  ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დახურა.