საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების ნუსხის შესადგენად გამოკითხვა ჩატარდა

საზოგადოებრივი პროექტის “ემეგობრე მემკვიდრეობას” ფარგლებში, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების ნუსხა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. გამოკითხვა სოციალური ქსელის საშუალებით ჩატარდა.

გამოკითხვაში, ჯამში, 992-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნუსხაში საკულტო-საფორტიფიკაციო და არქეოლოგიური ძეგლები მოხვდა. ძეგლთა ჩამონათვალი კი ასე გადანაწილდა :

საკულტო-საფორტიფიკაციო ძეგლები:

1-სათხეს ეკლესია – 33.6 %, 219 ხმა.

2-დავით-გარეჯი, დოდოს რქა -17.4 %,144 ხმა.

3- ვარძია – 16.6 %, 139 ხმა.

4- გეგუთის სასახლე – 10.5 % 110 ხმა.

არქეოლოგიური ძეგლები:

1-დოლოჭოპი – 47,2%, 367 ხმა.

2-გრაკლიანი – 34,5%, 302 ხმა.

3- დანარჩენი – 18.3 % 102 ხმა.

გამოკითხვით შერჩეული ისტორიული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება. მათზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კი კლუბის — “ემეგობრე მემკვიდრეობას” საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება.