წურწუმიას საქმის გირგვლიანის შემთხვევასთან შედარება ცინიკურია!..

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი მურად წურწუმიას მკვლელობას ესმიანება და ამბობს, რომ  ოპოზიციის მიერ გაკეთებული შედარება  არ არის რეალისტური, რადგან გირგვლიანის საქმის ფალსიფიცირებაში მთელი სახელმწიფო მექანიზმი იყო.

კახიანის განმარტებით, მურად წურწუმიას საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკვე გატარდა.

“მე ვიტყოდი, რომ ცინიკურიც კი არის ამ შემთხვევის გირგვლიანის შემთხვევასთან შედარება. გირგვლიანი შეიწირა იმ სისტემამ, რომელიც მაშინ არსებობდა და შემდეგ მთელი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ რამენაირად დაეფარათ მისი მკვლელობის ამბავი. მურად წურწუმიას საქმე კი არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები ადეკვატურად რეაგირებენ,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.