თეთრ სახლში ტრამპის პრესკონფერენცია დასრულდა

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მე არ დავუშვებ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას… მოვუწოდებ გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს გადახედონ თავის მიდგომებს ირანთან მიმართებაში” – დონალდ ტრამპი.

დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის პრესკონფერენცია თეთრ სახლში, სადაც მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ წინასწარი შეტყობინების სისტემამ ეფექტურად იმუშავა და მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული. მისი განმარტებით, ამერიკას გაცილებით ზუსტი, ეფექტური და სასიკვდილო იარაღი გააჩნია თუმცა, ამ ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭება პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს და ირანს სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრდება.
გამოსვლაში პრეზიდენტმა ტრამპა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში ამერიკულმა არმიამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, როგორც არასდროს და ირანს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

🔴 “ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებით ქვეყნის წინა ადმინისტრაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. შეთანხმების პირველივე დღიდან ირანმა გააქტიურა დესტრუქციული ქმედებები ახლო აღმოსავლეთში, რომლის ჩასახშობათაც ჩვენ იძულებულები გავხდით მოგვეხდინა გენერალ სულეიმანის ლიკვიდაცია” – განაცხადა ტრამპმა.

წყარო: militariumi