რიგები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე-რა ხმები დადის ხალხში?

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს ისევ რიგებია. მოქალაქეები შეწუხებულნი არიან ღია ცის ქვეშ გაუსაძლისი სიცხით.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, ადგილობრივებთან გასაუბრების შედეგად ცნობილი გახდა, რომ უკვე ერთი კვირაა თურქეთის მხარეს რიგები შეინიშნება.

13936948_1242744752411008_1222511219_n 13941040_1242748969077253_1659377250_n 13956774_1242753609076789_768069486_n

კულუარებში ამბობენ, რომ რიგებს ტურისტების მომატებული როდენობა და თურქეთის საპასპორტო კონტროლის ოფიცერთა სიმცირე იწვევს. იმასაც ამბობენ, რომ თუქრეთის მხარეს სამხედროები გაექცა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრდა, საბუთების შემოწმებას კი დიდი დრო მიაქვს.

გავრცელდა ხმა, რომ თურქეთის პოლიციას ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი გაექცა, რომელმაც გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ქართულმა მხარემ დააკავა.

მოქალაქეები წუხან, მათ არ იციან კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ რიგში დგომა. ამ წუთებში რიგში მდგარი ერთი ქალბატონი ცუდად გახდა.

13936878_1242755155743301_758104870_n

კომენტარის დატოვება