ქუთაისში სულ 153 880 ამომრჩეველი და 123 უბანია რეგისტრირებული

ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გამართა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, შემოსული 1154 განცხადებიდან 738 შეირჩა.

სხდომას ბოიკოტი ოთხმა პარტიამ გამოუცხადა: “ნაციონალურმა მოძრაობამ”,”ქრისტიან კონსერვატორებმა”, “პატრიოტთა ალიანსმა” და “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”.

ქუთაისში სულ 153 880 ამომრჩეველი და 123 უბანია რეგისტრირებული.