“მიზანი შეიძლება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ შავი პიარის აგორება იყოს…”

გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებით ახალი  ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, სახალხო დამცველი ეხმიანება და ამბობს, რომ 4 თვის წინ ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი მასალის ახლა გავრცელება კითხვის ნიშნებს აჩენს.

“ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რატომ გავრცელდა აღნიშნული ვიდეო ახლა. იმედი მაქვს, იმ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, რომელიც “ელ ცენტროში” მომხდარს უკავშირდება, მალე დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. პირიქით, ყოველდღიურად რაღაც ახალი ინციდენტების შესახებ ვიგებთ, რომლის მიზანი შეიძლება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ შავი პიარის აგორება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს იწვევს, იმის ნაცვლად, რომ მოხდეს დაწყებული გამოძიების დროულად დასრულება, პროცესი რაღაც სხვანაირად მიმდინარეობს” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.