მოზარდის ცხედარი მდინარემ ქუთაისში, ხიდთან გამორიყა

მაშველებმა მდინარე რიონში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 13 წლის გიორგი თორდინავაა, რომელიც მეგობრებთან ერთად, სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბიჭს მაშველები ერთი კვირა ეძებდნენ.

მოზარდის ცხედარი მდინარემ ქუთაისში, ხიდთან გამორიყა. სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველი იყო ჩართული.