შილდის ტყეში ცეცხლის 15 კერაა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ბაწკინტელას ქედზე, ხანძარი 2 სექტემბრის შუა დღეს გაჩნდა. ტყის მასივში კვლავ ხანძარია. imedinews-ის ინფორმაციით ადგილზე ცეცხლის 15 კერაა.

3 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებული იყო. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.

შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.