აშშ-ს მოთხოვნით რუსეთმა 2 სექტემბრამდე საკონსულოები უნდა დახუროს

შშ-ს მოთხოვნით რუსეთმა 2 სექტემბრამდე სან-ფრანცისკოში საკონსულო უნდა დახუროს. ასევე უნდა დაიხუროს საკონსულოები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ასე რომ ორივე ქვეყანას მხოლოდ სამი საკონსულო რჩება. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი საპასუხო სვლას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით ვაშინგტონში რუსეთმა უნდა დახუროს კანცელარიის შენობა, ნიუ-იორკში კი საკონსულო.

ამერიკოს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზენ ნოიერტი აცხადებს, რომ ამერიკა რუსეთის ქმედების სარკისებური გამოსახულებით მოქმედებს. მისივე თქმით თეთრი სახლი მოსკოვის ყველა მოთხოვნას ასრულებს, რაც რუსეთში დიპლომატების რიცხვის შემცირებას ეხება.