დასკვნითი სხდომა – “იტყვის დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ საბოლოო სიტყვას…”

ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დეკანოზი დღეს საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

დასკვნითი სიტყვა მზად აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატები ყველა იმ გარემოებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ამტკიცებს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ  ბრალდების მტკიცებულებები აბსურდულია და არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება დეკანოზის ბრალეულობა.

„დაცვის მხარე წარვდგებით დასკვნითი სიტყვით, შევაჯამებთ თავიდან ბოლომდე სასამართლოს მიმდინარეობას და სასამართლოს მიმდინარეობამდე პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებით დაიწყო. იტყვის დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ საბოლოო სიტყვას. ჩვენს მხარეს იმ ოდენობის და ხარისხის უპირატესობაა სამართლებრივად, თუ სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა და ის იქნება ობიექტური, აუცილებლად გამოვა გამამართლებელი განაჩენი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.