ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს

მარიამ ახალკაცი

“თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარვის დადგმის მცდელობისთვის საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინეს. აცხადებს, რომ კარავს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშიც დადგამენ.

ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს

“ბრძოლას გავაგრძელებთ. როგორ შეიძლება ასეთი რამ შერჩეს ხელისუფლებას. ვინც ვაპროტესტებთ, ისინი გარეთ უნდა გამოგვაგდონ ძალის გამოყენებით და ვინც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ტყვეა, წიხლს მიაყოლებს, ის თურმე საკრებულოში უნდა იჯდეს.

შვილს აღარ უნდა კუხიანიძე, მამა არ უნდა საკუთარ შვილს, შვილმა და ცოლმა უარყვეს, “ქართულ ოცნებას” ვერ უარვაყოფინეთ. მაინც თანამდებობაზე უნდა იყოს, საკრებულოში უნდა იყოს, ასეთი არაფერი გამიგია. შემდეგი გაჩერება იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, სადაც აუცილებლად დაიდგმება კარავი, როგორც კუხიანიძის კაბინეტში, და დაიდგმება ყველა დეპუტატის ოთახში, ეს ბრძოლა არ გაჩერდება,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.