საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობა ”დააბოქლომა”

მარიამ ახალკაცი

საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობა “დააბოქლომა”. ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ძალით გამოიყვანა და შიგნით აღარ უშვებენ

“სიმბოლურად ედოს, მეტლარიანი ბოქლომიც არ ეკუთვნით, როგორი იაფფასიანებიც არიან ისეთი იაფფასიანიი ედოს. სხვა დანიშნულება ამ საკრებულოს ფაქტია, რომ არ აქვს, დააბრახუნებ, დაუძახებ, რომ შეგიშვან და მაინც არ გიშვებენ”, — თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს. სამოქალაქო აქტივისტები მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა ოთახიდან ძალით გამოიყვანეს. მათ შორის იყო ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც შენობაში აღარ უშვებენ.