ტერორისტები ნიგერიაშიც გააქტიურდნენ

მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შემდეგ ნიგერიაში 15 ადამიანი დაიღუპა, ახლა ტერორისტები სკოლას მიადგნენ და 7 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან 5 სკოლის მოსწავლეა. გატაცებული უფროსებისგან ერთი თურქეთის მოქალაქეა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გატაცების შემდეგ ბოევიკები მიიმალნენ და მას მერე კავშირზეც არ გამოსულან, ასე რომ უცნობია, გამტაცებლები რას ითხოვენ.

-„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა გატაცებულები უვნებლად დავაბრუნოთ“-განაცხადა პოლიციის უფროსმა.

კომენტარის დატოვება