აშშ-ში სამშობიაროდან 18 წლის წინ მოპარული გოგონა იპოვეს

ამერიკაში პოლიციელებმა 18 წლის წინ სამშობიაროდან მოპარული გოგონას კვალს მიაგნეს.

ეს ამბავი ფლორიდის შტატ ჯესონვილიაში 18 წლის წინ მოხდა. სამშობოში 16 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ახალშობილიც გოგონა იყო. მათ პალატასთან მტელი ღამე გაატარა გლორია უილმიასმა. მერე დედას უთხრეს, რომ ბავშვს სიცხემ აუწია, გლორიამ პატარა პალატიდან გაიყვანა და აღარ დაბრუნებულა.

18 წლის მერე კი პოლიციელებმა დაადგინეს, რომ გატაცებული გოგონა კამია მობლი ამ დროის განმავლობაში სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობდა და გლორიას ბიოლოგიურ დედად მიიჩნევდა. უკვე დეენემის ტესტიც ჩატარებულია და დადგინდა, რომ სწორედ სამშობიაროდან გატაცებულ გოგონასთან გვაქვს საქმე.

გოგონას ბიოლოგიურმა მშობლებმა უკვე გაიგეს შვილის ადგილსამყოფელი, სიმართლე გაიგო კამიამაც.

გამტაცებელ ქალს უკვე წაუყენეს ბრალი ადამიანის გატაცებისთვის და მოხდება მისი ფლორიდაში ექსტრადირება.  შესაძლოა მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, თუმცა შესაძლოა სრულიად გათავისუფლდეს.

ჯერ უცნობია თუ რატომ გაიტაცა უილიამსმა გოგონა, მას ჰყავს ბიოლოგიური შვილები.

კამია მობილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ გლორია უილიამსი არ არის კრიმინალი.

 

 

კომენტარის დატოვება